კომპანია Home24 საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2017 წლის 01 იანვრიდან ფუნქციონირებს. იგი ახორციელებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას და მომსახურებას უწევს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია, შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მოვერგოთ მის მდგომარეობას და შევთავაზოთ ის სერვისი, რაც მას ნამდვილად სჭირდება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მათთან გამჭვირვალე ურთიერთობა, მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი, რაც საბოლოო ჯამში აყალიბებს საიმედო და გრძელვადიან თანამშრომლობას.
მუდმივად განახლების და დახვეწის პროცესშია ჩვენი საკუთარი ვებ გვერდი www.home24.ge, რის უზრუნველყოფასაც ჩვენ ჩვენივე ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსებით ვახდენთ. განვითარების აღნიშნულ პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანია უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლისათვის სერვისის მიწოდების მაქსიმალურად გაადვილება.
ჩვენი კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები ჩვენს მაღალკვალიფიციურ გუნდშია. თითოეული მათგანი, უძრავი ქონების ბიზნესში 10-14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ქმნის სასიამოვნო და ეფექტიან სამუშაო გარემოს, ხოლო კლიენტებს სთავაზობს მაქსიმალურად მეგობრულ და კონკურენტუნარიან მომსახურებას.
ჩვენ გვინდა, ვიყოთ წამყვანი უძრავი ქონების კომპანია საქართველოში და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მომხმარებლებისა და ბიზნესის წარმატებისთვის.